ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა

29 ოქტომბერი, 2022

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა.

მერმა, 2021 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე