ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში 296 - მა ოჯახმა ისარგებლა

24 ოქტომბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში 296 - მა ოჯახმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 88 200 ლარი გაიცა.

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს.

 

გააზიარე