ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანელი მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

20 ივნისი, 2023

გურჯაანის სპორტული გაერთიანების სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ, მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ - ალექსი ზავრაშვილი (მარჯვენა) და შოთიკო რაქვიაშვილი (მარცხენა), ხოლო, ნოდარ შანყულაშვილმა (მარჯვენა), ნოდარ ქევხიშვილმა (მარჯვენა), და ალექსი ზავრაშვილმა (მარცხენა) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მათ მოპოვებულ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.

გააზიარე