ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანელი 11 წლის მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს

20 სექტემბერი, 2022

გურჯაანელი მოჭადრაკე, 11 წლის დათა ყალაბეგაშვილი, მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს.

ტურნირი ბათუმში სამ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება. არაერთგზის გამარჯვებული დათა ყალაბეგაშვილი 12 წლის სპორტსმენებს უწევს მეტოქეობას.

ჩემპიონატში მსოფლიოს 150 მოთამაშე მონაწილეობს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და ფასიან საჩუქრებს მიიღებს.

გააზიარე