ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გიორგი მაჭავარიანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

20 ოქტომბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი მაჭავარიანი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, დღეს, 20 ოქტომბერს შეუდგა.

ახლადარჩეულ მერს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ და მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს თავმჯდომარემ გოგი მაჩხაშვილმა.

პირველ სამუშაო დღეს, გიორგი მაჭავარიანი მერიის სამსახურების უფროსებს და ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მომდევნო ორი წელი და გავამართლო გურჯაანელების ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტში უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს თქვენთან, ჩემს გუნდთან ერთად.

მოგვიწევს, 24 საათიან რეჟიმში მუშაობა, რათა კიდევ უფრო მეტი სასიკეთო პროექტი განვახორციელოთ, რომელიც თითოეული გურჯაანელის ყოველდღიურობაზე აისახება. მაქვს თქვენი იმედი, რომ მაღალი პასუხისმგებლობით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ყველაფერს შევძლებთ, ‘’ - აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.

გააზიარე