ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ეფექტიანობის აუდიტი -საპილოტე პროექტი გურჯაანის მერიაში

20 სექტემბერი, 2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა და ეკონომიკის ეროვნული აკადემიის (NAFE) თანამშრომლობის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ეფექტიანობის პილოტური აუდიტის განხორციელების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირმა გელანტია-ახვლედიანის კოორდინირებით, საერთაშორისო ექსპერტების რუსლანა რუდნიცკა, მანფრედ კესტერენის და მერიის შიდა აუდიტორების მიერ, ეფექტიანობის აუდიტის განხორციელების პროცესი დაიგეგმა.

შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) საპილოტე პროექტის „ეფექტიანობის აუდიტი გურჯაანისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, გაიმართა. სამუშაო ვიზიტები დაგეგმილია სამ ეტაპად და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გააზიარე