ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

30 დეკემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის ინიციატივით, გურჯაანის ტექნოპარკში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

წარჩინებული მოსწავლეები სამი კრიტერიუმით შეარჩიეს: სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებული საჯარო სკოლის მოსწავლეები, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ყველაზე მეტი მუსიკალური კონკურის გამარჯვებული მოსწავლე.

წარმატებული მოსწავლეები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა და მერის მოადგილე ლერი გელენავამ ფულადი ჯილდოთი და მადლობის სიგელებით დააჯილდოეს.

#მერიახალხისსამსახურში

გააზიარე