ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

25 სექტემბერი, 2022

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით, სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის, ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში შედგა. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან 300-მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდა შეიკრიბა. გურჯაანის მუნიციპალიტეტს, 2021-2022 სასწავლო წელს 69 ოქროს და 18 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.

დაჯილდოების ცერემონიას მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები - დავით სონღულაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

როგორც იცით, სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

გააზიარე