ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ბაკურციხე - წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა

1 აგვისტო, 2023

საქართველოს პარლამენტის წევრი - გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, დეპუტატის ბიუროს უფროს - გოგი მაჩხაშვილთან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - ლერი გელენავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი 16.6 კმ-ი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს .

ამჟამად არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზით კი შესაძლებელი იქნება ქალაქ წნორისა და მიმდებარე 6 სოფლის (ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის და საქობოს) გვერდის ავლა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონ ლარია.

გააზიარე