ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ახალი წელი 2023

2 იანვარი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2023 წლის დადგომა, ტრადიციულად, გრანდიოზულად აღინიშნა.

ღონისძიებები 16:00 საათზე ელფების დრამ შოუთი დაიწყო, სადაც ზღაპრის გმირებიც მონაწილეობდნენ, მოეწყო სანტების, აკრობატი ელფების, სარკეების და ცეცხლოვანი შოუ.

ღონისძიებების პირველ ნაწილში ზალიკო სულაკაურის მუსიკალური სტუდია, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი", ეროვნული ცეკვების ანსამბლი ,,გურჯაანი“ და "ლეკო სტუდია" მონაწილეობდნენ.

დიდ სცენაზე, ტრადიციულად, გაიმართა საპატიო გურჯაანელების დაჯილდოება. საპატიო სიგელები გურჯაანელებს მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს ხელმძღვანელთან გოგი მაჩხაშვილთან ერთად გადასცა.

ღონისძიებების მეორე ნაწილი ტამტამების შოუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც სცენა ტატო გოდერძიშვილმა, ნათია ქოროღლიშვილმა და ლევან ყანდიაშვილმა დაიკავეს.

დღის ბოლოს "რეზო და ბავშვების" გალა კონცერტი გაიმართა. 00:00 საათზე ტრადიციულად შესრულდა "მრავალჟამიერი".

კონცერტის წამყვანი იყო ნინუცა მაყაშვილი. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

გააზიარე