ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისი სოფლებში სამუშაოებს ახორციელებს

23 აგვისტო, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" მიერ, გასული კვირის განმავლობაში, განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

 სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა და სრულად აღდგენილია სოფელ შაშიანში ე წ. "ბუყბუყა"-ს, "წმინდა წყლის" და სოფელ ჭანდარში არსებული წყლის სათავე ნაგებობი;

 სოფელ ჭანდარში, სოფელ ჩუმლაყში, სოფელ ზეგაანსა და სოფელ ვაჩნაძიანში არსებულ წყლის ჭაბურღილებზე შეიცვალა და დამონტაჟდა 3 ახალი ელექტრო კარადა და 4 წყლის საქაჩი ახალი "ტუმბო";

 სარეაბილიტაციო სამუშაოების შედაგად აღდგა მწყობრიდან გამოსული 11 ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: გურჯაანი ( ორი) , ვეჯინი, ბაკურციხე (ორი) , კაჭრეთი (ორი), არაშენდა (ორი), ჯიმითი და კალაური;

 წყალმომარაგების სისტემების წერტილოვანი მონაკვეთები Შეკეთდა შემდეგ სოფლებში: გურჯაანი, ძირკოკი, ვეჯინი, ბაკურციხე, კარდენახი, კაჭრეთი და ჯიმითი;

სოფელ ჩალაუბანში და სოფელ ვაზისუბანში, სპეცტექნიკის საშუალებით, მოსწორდა და გაიწმინდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებთან მისასვლელი გზის მონაკვეთები.

 

გააზიარე