ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისი სოფლებში სამუშაოებს აგრძელებს

24 სექტემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა) იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

გასულ კვირას წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული ოთხი ჭაბურღილი სოფლებში: ვაჩნაძიანი, ველისციხე, მელაანი, ზემო კაჭრეთი;

 სოფლებში: შაშიანსა და ვაზისუბანში დაიქლორა სხვადასხვა ლოკაციებზე არსებული წყლის რეზერვუარები;

 დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები სპეციალური ტექნიკით აღდგა შემდეგ სოფლებში: ველისციხე, ჩუმლაყი, გურჯაანი, ბაკურციხე, კარდენახი, არაშენდა, ქოდალო, ზემო კაჭრეთი, კაჭრეთი, ჯიმითი;

 დაახლოებით 450მ. სიგრძის მონაკვეთზე, წყალმიმარაგების ახალი ქსელი მოეწყო შემდეგ სოფლებში: ველისციხე, გურჯაანი, კაჭრეთი, მელაანი და ზემო კაჭრეთი;

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულების განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

 სპეციალური ტექნიკით მოსწორდა შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზები შემდეგ სოფლებში: არაშენდა, ქოდალო, მელაანი;

 

გააზიარე