ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისი სოფლებში სამუშაოებს აგრძელებს

11 სექტემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

წყალმომარაგების კუთხით, გასულ კვირას შემდეგი სამუშაოები შესრულდა:

☑️ვაზისუბანსა და კაჭრეთში დამონტაჟდა ორი ახალი წყლის საქაჩი ტუმბო;

☑️ ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 5 ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ზეგაანი, ვეჯინი, ბაკურციხე, ჩალაუბანი, არაშენდა;

☑️სოფელ ახაშენში ე.წ. "თავწყარო"-ს ჭაბურღილზე ჩატარდა ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კვლევები;

☑️ სოფელ ველისციხეში დაიქლორა სხვადასხვა ლოკაციებზე არსებული წყლის 10 რეზერვუარი;

☑️ დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები სპეციალური ტექნიკით აღდგა შემდეგ სოფლებში: კალაური, ვაზისუბანი, მუკუზანი, ველისციხე, გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი, ვეჯინი, კოლაგი, ბაკურციხე, კარდენახი, არაშენდა, ქოდალო, რის შედეგადაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას.

☑️ სოფელ ვაზისუბანში დაახლოებით 600 მ. სიგრძის მონაკვეთზე, ე.წ. "ღარიბაშვილების უბანში" მოეწყო წყლის ახალი მაგისტრალი;

გზების მიმართულებით განხორცირლდა შემდეგი სამუშაოები:

☑️ სპეციალური ტექნიკით სოფელ კალაურში მოსწორდა და გაიწმინდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებთან მისასვლელი გზის მონაკვეთები, ხოლო სოფელ გურჯაანში - შიდა საუბნო გზები.

☑️ ასევე, გაიწმინდა ქ.გურჯაანში ი.ნონეშვილის ქუჩა და სოფელ ჭანდრის სავარგულებამდე მისასვლელი გზა.

გააზიარე