ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისი სოფლებში სამუშაოებს აგრძელებს

7 სექტემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში,

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი"-ს "მიერ წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით, გასულ კვირას, შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა სოფელ ზეგაანის წყლის სათავე ნაგებობა;

 დამონტაჟდა 4 ახალი წყლის საქაჩი ტუმბო შემდეგ სოფლებში: ზეგაანი, ველისციხე, ბაკურციხე, ჩალაუბანი.

 ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 8 ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: კაჭრეთი, არაშენდა, ჩალაუბანი, ბაკურციხე, ვეჯინი, კარდენახი, ველისციხე, ზეგაანი;

 სოფელ გურჯაანში არსებული ე.წ. "სკოლის ჭაბურღილი"-ს ტერიტორია შემოიღობა რკინის დამცავი ჯებირით;

 სოფელ ვეჯინში რეზერვუარის წყლის გამანაწილებელ სისტემაზე მოეწყო რკინის დამცავი ყუთი.

 სოფელ კარდენახში სრულად იქნა აღდგენილი დაზიანებული წყლის გამანაწილებელი სისტემა;

 გადაუდებელი საჭიროების გამო ოპერატიულად აღდგა სოფელ გურჯაანში, ე.წ. "ყველაწმინდის ჭაბურღილზე" წყლის მიწოდება, ლაბორატორიულად შემოწმდა წყალი და ჩაირთო სისტემა;

შესაბამისი ტექნიკით შეკეთდა წყლის დაზიანებული მაგისტრალები შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, გურჯაანი, ძირკოკი, ვეჯინი, კარდენახი, ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა, კაჭრეთი;

 წყლის ახალი მაგისტრალი (დაახლოებით 480 მ. სიგრძის მონაკვეთზე) მოეწყო წყლის ახალი მაგისტრალი შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, გურჯაანი, კოლაგი, კარდენახი, არაშენდა;

 შესაბამისი ტექნიკით განხორციელდა სავარგულებთან მისასვლელი გზების მოსწორება შემდეგ სოფლებში: არაშენდა, ჩალაუბანი, ნანიანი.

გააზიარე