ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს

10 აგვისტო, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" სოფლებში სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.

სპეცტექნიკის და მობილური ჯგუფის წევრების საშუალებით გაიწმინდა, საშემდუღებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სოფ. ვაჩნაძიანში "ჩადუნი"-ს და სოფ. შაშიანში არსებულ წყლის სათავე ნაგებობებზე;

გაწეული მუშაობის შედეგად ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 10 ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, ახაშენი, გურჯაანი, ვეჯინი, კოლაგი, ბაკურციხე, კარდენახი, მელაანი, არაშენდა და კაჭრეთი;

სოფელ ახაშენში, სოფელ შაშიანში და სოფელ არაშენდაში არსებულ წყლის ჭაბურღილებზე დამონტაჟდა 3 წყლის საქაჩი ტუმბო;

სოფელ ჩუმლაყში და სოფელ კოლაგში მოეწყო და დამონტაჟდა წყლის დაქსელვის გამანაწილებელი სისტემა;

სოფელ კარდენახში დაიქლორა 250 ტონა ტევადობის ბეტონის წყლის რეზერვუარი;

გაწეული მუშაობის შედეგად, დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები აღდგენილია შემდეგ სოფლებში: მუკუზანი, ველისციხე, გურჯაანი, კოლაგი, ბაკურციხე, ჩალაუბანი, მელაანი და ზემო კაჭრეთი;

სოფელ ჭანდარში, სოფელ ბაკურციხეში და სოფელ კარდენახში 450 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ახალი წყლის მაგისტრალი;

ქალაქ გურჯაანში, სოფელ ძირკოკში და სოფელ ვეჯინში, სპეცტექნიკის საშუალებით, მოსწორდა და გაიწმინდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებთან მისასვლელი გზის მონაკვეთები.

გააზიარე