ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

1 ივნისს, ახტალაზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა.

2 ივნისი, 2019

 

 სხვადასხვა გასართობ ზონაში, ბავშვებს ანიმაციურმა გმირებმა: ილუზიონისტმა, კლოუნმა , ჟონგლიორებმა, "გოჭი პეპამ", "სპაიდერმენმა", ოჩოფეხებმა, მექუდემ, ტროლმა, ბეტმენმა და სხვა ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს.

 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საპნის და ბუშტების შოუ.

ახტალაზე გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა და ბავშვები ნაყინით დაასაჩუქრა.

 პატარებს, სპექტაკლზე უმასპინძლა, გურჯაანის თოჯინების თეატრმაც. დღე კი, "ახტალაზე" ფილმის ჩვენებით დასრულდა.

 საბავშვო ღონისძიება გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე