ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

5 ოქტომბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის მიხედვით მოასფალტდება 568 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, დაიდგმება საგზაო ნიშნები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "იმედი დიდუბე" ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 479 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე