ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

24 იანვარი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს გია ყვირალაშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში  მიმდინარე პროექტები განიხილეს და მშენებლობის დროს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე 12 128 900 ლარი დაიხარჯა. 

 

გააზიარე