ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში სარაჯიშვილის მეორე შესახვევის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

6 აგვისტო, 2022

ქალაქ გურჯაანში სარაჯიშვილის მეორე შესახვევის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგო 250 მეტრამდე სიგრძის გზაზე, მოეწყო ბორდიური, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ბილტმორმა" შეასრულა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 172 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

სარაჯიშვილის მეორე შესახვევის მცხოვრებლებს უგზოობის პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდათ, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.

ცნობისთვის, ქალაქ გურჯაანში, მიმდინარე წელს, ასევე განხორციელდა შემდეგი ქუჩების: ვაჩნაძის, კოტეხის, უტიაშვილის, გაურჯის, წმ.ნინოს პირველი და მეორე ჩიხის, ასევე აღმაშენებლის მეორე ჩიხის რეაბილიტაცია.

გააზიარე