ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის სამუსიკო სკოლაში აკადემიური კონცერტი გაიმართა

27 ივნისი, 2022

გურჯაანის სამუსიკო სკოლაში აკადემიური კონცერტი “ თიბათვის მუსიკალური პალიტრა “ გაიმართა. კონცერტზე შესრულდა მუსიკალური კომპოზიციები კინოშედევრებიდან და სიმღერები, მუსიკალური ხელმძღვანელი მაია ჩუგოშვილი. ღონისძიებას ცნობილი ქართველი პოეტი ნანა ცინცაძე უძღვებოდა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ " სამუსიკო სკოლების გაერთიანების" მოსწავლეებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ადგილობრივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე