ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის საკალათბურთო გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა

12 April, 2023

საქართველოს საკალათბურთო სუპერ ლიგაში მოასპარეზე "გურჯაანის დელტამ" მორიგი შეხვედრა საქართველოს თასის ნახევარფინალში ბათუმის ,,ბათუმთან " გამართა. " გურჯაანის დელტა" დაძაბულ ბრძოლაში 74 :107 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის გუნდს ტრავმის გამო 5 მოთამაშე აკლდა.

"გურჯაანის დელტას" დარბაზიდან გულშემატკივრობდნენ - გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გურჯაანიდან ჩასული ქომაგები.

"გურჯაანის დელტა" მორიგ შეხვედრებს, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, სუპერლიგის Playoff-ში გამართავს.

გააზიარე