ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკალათბურთო აკადემია იქმნება

24 იანვარი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკალათბურთო აკადემია იქმნება.

ა(ა)იპ "საკალათბურთო კლუბი გურჯაანის დელტა" 2023 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული მიმართულების წახალისება და პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

აკადემიაში 8-12 წლამდე ასაკობრივი გუნდის შესაქმნელად საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრები ხვალ, სოფელ გურჯაანიდან დაიწყება. შერჩეული მოსწავლეები საკალათბურთო აკადემიის გუნდში მოხვდებიან.

მნიშვნელოვანია რომ გუნდის შექმნის შემდეგ, გაიმართება საქართველოს უმაღლესი ლიგის - სუპერლიგის თამაშები.

საკალათბურთო აკადემიის შექმნის იდეა პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილს ეკუთვნის.

გააზიარე