ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის კუთხე "თბილისობის" დღესასწაულზე

2 ოქტომბერი, 2022

თბილისობის დღესასწაულზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, გურჯაანის კუთხე მოეწყო.

ღონისძიებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტმა შემოდგომისთვის დამახასიათებელი, სხვადასხვა თემატური ღონისძიება განახორციელა. "მიხოსა და მაროს" პერსონაჟები სტუმრებს კახური სამზარეულოს დასაგემოვნებლად იწვევდნენ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თათარა და ჩურჩხელის ამოვლებაში მიეღოთ მონაწილეობა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და მერის მოადგილე ლერი გელენავა ესწრებოდნენ. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი "გურჯაანი", ნათია ქოროღლიშვილო, ტატო გოდერძიშვილი და ეროვნული ცეკვის ანსამბლი "გურჯაანი".

თბილისობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის კუთხე ა(ა)იპ "მუნიციპალური კულტურის ცენტრისა" და გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

გააზიარე