ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა

25 ნოემბერი, 2022

 გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო,  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

კამპანიის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გურჯაანის ქალთა ოთახის, გურჯაანის რაიონული პროკურატურისა და შსს გურჯაანის რაიონული განყოფილების  მხარდაჭერით,  მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა და შსს გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეტექტივების განყოფილების უფროსმა ბექა ახალაურმა   შეხვედრაში მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ. ასევე ისაუბრეს ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.   

ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს იმ პირებს, რომლებმაც განიცადეს:
 ოჯახში ძალადობა;
 ქალთა მიმართ ძალადობა;
 სექსუალური ხასიათის ძალადობა;
 ტრეფიკინგი;
 ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 116 006 რომლის მომსახურება ანონიმური და უფასოა
 

გააზიარე