ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა) იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში სამუშაოებს ახორციელებს

3 ოქტომბერი, 2022

ა(ა) იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს:

● სოფელ დარჩეთში დამონტაჟდა ერთი ახალი წყლის საქაჩი ტუმბო;

● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული ორი ჭაბურღილი სოფლებში: ვაჩნაძიანი, ბაკურციხე;

● დაიქლორა წყლის 33 რეზერვუარი შემდეგ სოფლებში: არაშენდა, ქოდალო, დარჩეთი, ზიარი, მუკუზანი, ზეგაანი, ბაკურციხე, კარდენახი;

● დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები სპეციალური ტექნიკით აღდგა შემდეგ სოფლებში: ახაშენი, ჩუმლაყი, გურჯაანი, ჩალაუბანი, მელაანი;

● 300 მეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყო შემდეგ სოფლებში: ჩუმლაყი, გურჯაანი, ახაშნის საბავშვო ბაღი და ამბულატორია;

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

● სპეციალური ტექნიკით მოსწორდა შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზები შემდეგ სოფლებში: ახაშენი, გურჯაანი, ჩალაუბანი, მელაანი.

გააზიარე