Hot line : (0 353) 22 12 23

მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადაეცათ

20 March, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადაეცათ.

დღეს, სოფელ ზეგაანში მცხოვრებ ნატო ზირაქაშვილის და ირაკლი სირბილაშვილის მრავალშვილიან ოჯახებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელ - სოფიო ქუმსიაშვილთან ერთად, ესტუმრა და საჩუქრები პირადად გადასცათ.

აღნიშნული სოციალური კამპანიის ფარგლებში, ტანსაცმელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

Share page