Hot line : (0 353) 22 12 23

მერმა სოფელ კოლაგში მიმდინარე შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები მოინახულა

15 March, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, სოფელ კოლაგში მიმდინარე შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ხვიჩა სიმონიშვილთან ერთად მონახულა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 849 მეტრი სიგრძის გზას და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, შპს "იმედი დიდუბე"

ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 282 980 ლარი დაიხარჯება.

Share page