Hot line : (0 353) 22 12 23

შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ

8 September, 2022

13 სექტემბერს, 12:30 წუთზე, გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ , მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.

„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ - კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს კონსულტაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.

დასწრება თავისუფალია.

Share page