Hot line : (0 353) 22 12 23

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

9 April, 2022

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მერის მოადგილემ ლერი გელენავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარდენახში, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

Share page