Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ვაჩნაძიანში

Publish date: 16 January, 2020
End date: 16 January, 2020

 "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტები შეარჩიეს სოფელ ვაჩნაძიანში.  ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი შეხვდნენ. სოფლის საერთო კრებაზე ვაჩნაძიანელებმა, ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტულ საკითხებად, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა და გარე განათების დამატებითი წერტილების მონტაჟი დაასახელეს.  წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან", ვაჩნაძიანისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი

Share page