ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ველისციხეში სამუსიკო სკოლის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

11 ივლისი, 2020

სოფელ ველისციხეში სამუსიკო სკოლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება სკოლიდან ველისციხის ბაზრამდე მისასვლელი გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნები.  საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.  გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

გააზიარე