ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ველისციხეში 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზა რეაბილიტირდება.

13 ივლისი, 2020

სოფელ ველისციხეში 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზა რეაბილიტირდება.  პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოასფალტდება ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.  საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 520 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.  აღსანიშნავია, რომ ველისციხეში, ამ დროისთვის, ასევე მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის გზის რეაბილიტაციაც და ჯამში, ორივე გზაზე, 920 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

გააზიარე