ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო კალათები გადაეცათ

18 დეკემბერი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 2070 აღსაზრდელს სასურსათო კალათი გადაეცა.

გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ინიციატივით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები მათ ოჯახებს გადაეცათ. სასურსათო კალათების მომზადებისთვის 170 000 ლარამდე დაიხარჯა. აღსაზრდელებმა სასურსათო კალათთან ერთად ტრადიციული საახალწლო საჩუქარიც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო კალათები მესამედ გადაეცათ.

გააზიარე