ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"ქალთა ოთახმა" საქველმოქმედო აუქციონი ჩაატარა

7 იანვარი, 2021

კახეთის "ქალთა ოთახების" ინიციატივით გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო საშობაო აუქციონი გაიმართა.

აუქციონი სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გურჯაანის "ქალთა ოთახმა" აუქციონში ორი ოჯახი ჩართო - სოციალურად დაუცველი, უდედმამო სამი არასრულწლოვანი და ცელიაკიით დაავადებული (სპეციალურ კვებაზე მყოფი) არასრულწლოვნის ოჯახი.

საშობაო აუქციონში უამრავი ადამიანი ჩაერთო მათ შორის გურჯაანელი ხელოვანი თამარ ხიზანიშვილი და ხათუნა ბაბუხაძე, რომლებმაც აუქციონს საკუთარი ნამუშევრები აჩუქეს.

გურჯაანის "ქალთა ოთახმა" შეგროვილი საკვები, ტანსაცმელი და ფულადი თანხა ბენეფიციარებს შობას გადასცა.

 

გააზიარე