ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება დაიწყო

3 April, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიწყო ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება ცვლილებების (ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, ჩუქება, გაშენება და გაჩეხვა) შემთხვევებში.

თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა.

რეგისტრაცია შესაძლებელია ქ. გურჯაანში და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე.

ინფორმაციისათვის:

გურჯაანის სურსათის ეროვნული სააგენტო

ქ. გურჯაანი. სანაპიროს ქუჩა (ბაზრის გვერდით)

ტელ. 558 677 465

 

გააზიარე