ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ჩუმლაყში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გამოქვეყნების თარიღი: 2 დეკემბერი, 2019
დასრულების თარიღი: 2 დეკემბერი, 2019

2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. კოშკის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განახორციელა.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 374 744 ლარი დაიხარჯა.  პროექტის ფარგლებში, ე.წ. კოშკის მიმდებარე უბნის გზასთან ერთად, საბავშვო ბაღის გზაც რეაბილიტირდა.  სამუშაოები კომპანია "ბლექს სი გრუპმა" შეასრულა.

გააზიარე