ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ჩუმლაყში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

30 ოქტომბერი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მე-8 შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 675 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

გააზიარე