ბაკურციხეში მინი-მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბაკურციხეში მინი-მოედნის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
მინი-მოედანთან ერთად, სოფელში მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეც.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ფილ ვეი გრუპ" ასრულებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 26 963 ლარით ფინანსდება.