დასუფთავების აქცია გურჯაანში
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებმა, ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად, სოფლის ცენტრალური ტერიტორიები და სკვერები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტის 24 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. სოფლებში შეგროვილი ნარჩენების გატანა ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურმა განახორციელა.