ვაჩნაძიანში, ჭაბურღილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, სადგურის უბანში, ჭაბურღილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92 480 ლარით ფინანსდება, შპს “ინჟ-გეო 2020” ასრულებს.
აღნიშნული ჭაბურღილით 70-მდე ოჯახი მომარაგდება.