Hot line : (0 353) 22 12 23

შეხვედრა ვაქცინაციის თემაზე

29 November, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მერის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპების თანამშრომლებთან და ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გამართა.

 შეხვედრის ძირითადი თემა ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად გააქტიურება და ხელშეწყობა იყო.

 შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ვაქცინაციის მარათონის საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში წინასწარ გადამზადებული ექიმების მიერ შეუძლიათ.

ვაქცინაციის მარათონი გურჯაანში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Share page