Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში ე.წ. ზემო სახასოში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

16 November, 2020

2020 წელს, სოფელ გურჯაანში ე.წ. ზემო სახასოში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 პროექტის ფარგლებში მოასფალტდა გზის სავალი ნაწილი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, შეიცვალა წყალმომარაგების ქსელიც.

 გზის რეაბილიტაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა "გზამშენი 15" - მა განახორციელა.

 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, სოფელ გურჯაანში სამი შიდა საუბნო გზა რეაბილიტირდა, რაზეც ჯამში 390 000 ლარამდე დაიხარჯა.

Share page