Hot line : (0 353) 22 12 23

ღია კარის დღე საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში"

31 July, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში" ღია კარის დღე გაიმართა. პროფესიული განათლების მსურველებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიებს, რომელსაც მათ საზოგადოებრივი კოლეჯი სთავაზობს. სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ დაეუფლონ ხუთი სხვადასხვა მიმართულების 25 პროფესიას, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებსაც გაივლიან, რაც მათი პროფესიული განვითარების და წარმატებით დასაქმების წინაპირობა იქნება. ღია კარის დღეს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდნენ. მათ პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მისი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დასაქმების საკითხის გადაჭრის პირდაპირი გზაა. ღონისძიების დასასრულს საზოგადოებრივი კოლეჯ "აისის" 2018-1019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერომონია გაიმართა.  საზოგადოებრივ კოლეჯ „აისსა“ მის ფილიალებში რეგისტრაცია მიმდინარეობს და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. სწავლას სრულად სახელმწიფო აფინანსებს.

 

Share page