Hot line : (0 353) 22 12 23

„შატო ზეგაანი“ - მემორანდუმის გაფორმება

14 July, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულმა „შატო ზეგაანმა“ და საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის გაფორმების მიზანია „შატო ზეგაანის“ მიერ წარმოებული წიპწის ზეთის პოპულარიზაციაა. როგორც იცით, წიპწის ზეთი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური და ბავშვთა დერმატოლოგიური საშუალებების დასამზადებლად.  მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი „შატო ზეგაანის“ დირექტორმა და ასოციაციის პრეზიდენტმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებას გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. "შატო ზეგაანში" წიპწის ზეთის პროდუქციის წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.

Share page